Monday, December 19, 2016

დღე მე-9

ვფიქრობ დღევანდელი დღე ყველაზე ემოციური, ეფექტური , შედეგიანი და საინტერესო იყო. ტრენინგის ყველა მონაწილემ გააკეთა პროექტის პრეზენტაცია. ყველა პროექტი ძალიან საინტერესო იყო განსაკუთრებით  ჩემთვის საინტერესო იყო ქალბატონი მანონი გეფერიძის პროექტი.ფიზიკაში სახელწოდებით როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილება,
    მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ქალბატონ მანანას. საინტერესო ტრენინგებისთვის💓💓💋💋💋

8 დღე

გადავხედეთ ჩვენ პორთფოლიოს და დასამთავრებელი და გამორჩენილი რაც გვქონდა დავასრულეთ. ბლოგზე შევქმენითპორპოლიო და გავეცანით ფასილიტაციის მასალებს რესურსებში.

Saturday, December 17, 2016

მე-7 დღე

შევიმუშავეთ პროცედურების შაბლონი, დავწერეთ აქტივობები მიზნის შესაბამისად.გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, ვიმსჯელეთ მოსწავლეთა დიფერენცირების საკითხებზე და შევქმენით კითხარი მოსწავლეთა ინტელექტის დასადგენად.რესურსებში გავეცანით მხარდაჭერის დოკუმენტებს და დავამზადეთ ხარაჩო საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეთა დასახმარებლად.

Friday, December 16, 2016

დღე მე-6

შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომების შეფასების რუბრიკები, მიზნების შესაბამისად,მე-5 მოდულში გავეცანით სასწავლო გეგმის ჩეკ-ლისტს რომლების დაგვეხმარება პროცედურების დასაწერად.

Sunday, December 11, 2016

მე-5 დღე

ვისაუბრეთ კონსტრუქციულ უკუკავშირზე, ბლოგებზე კომენტარები გავუკეთეთ ერთმანეთს. ვიმუშავეთ პოვერპოინთში. და გადავიტანეთ მოსწავლის ნაშრომში.
საავტორო უფლებების შესახებ გავეცანით ინფორმაციას.
მეოთხე დღე
მეორე მოდულის მესამე აქტივობაში გავიხსენეთ პროექტის შეფასების ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები  და შევიტანეთ გეგმაში. გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს, შევარჩიე ყველა მიზნისთვის შეფასების მეთოდები  და ინსტრუმენტები.შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისად ვიცი მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიარგამა. მიზნებიდან გამომდინარე უნდა დავწეროთ აქტივობები.

მესამე დღე
მოვიძიეთ საგნობრივი სტანდარტები,ამოვიწერეთ პროექტის შესაბამისი ინდიკატორები,
დავწერეთ პროექტის მიზნები. გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომიის დონეები და შესაბამისი ზმნები. გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.შევარჩიე ჩემი პროექტისთვის ზოგადი კითხვა.



მეორე დღე
მოვისმინეთ ერმანეთის იდეები პროექტებთან დაკავშირებით, ვისწავლეთ როგორ შევავსოთ პროექტის სასწავლო გეგმა, ასევე ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა, როგორ ჩავსვათ სურათები და ტექსტები ბუკლეტში.